10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 18:16:31, 811 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროშ, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ასევე, მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგის შედეგები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო - აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics