2016-04-26 15:49:48, 601 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
თსუ-ს თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით მიემართებიან.
მათი ძირითადი მოთხოვნა მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმებში მონაწილეობის მიღებაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართავენ და ითხოვენ, რომ ფუნდამენტურ ცვლილებეში მონაწილეობა მიიღონ.
აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. აქციაში 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. თსუ-ს თვითმმართველობას უკევ შეურთდნენ ილიაუნის, გრიგოლ რობაქიძის, სეუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან