|
2016-04-26 11:15:55, 596 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცის მინიჭების საკითხი განიხილა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გაიარა. საქართველოს შესახებ პირველი მოხსენება საშინაო საქმეების კომიტეტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა, პარალელურად ევროპელი დეპუტატები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდნენ. კომიტეტის წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირეს. პროცედურულად იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც ხდება შიდა კენჭისყრა, რასაც მოჰყვება უკვე საკითხის გატანა ევროპარლამენტში. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანათავმდჯომარეებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გადადება იქნება არასწორი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისათვის. „კომისიამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ ყველა მოთხოვნა შეასრულა. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სახის შეფერხება გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სიგნალი იქნება, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, სადაც შეიძლება ეს აღიქვან ნეგატიურ კონტექსტში. ასე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ ვუდგებით ამ საკითხს. ამ ეტაპზე, პირადად მე მხარს ვუჭერ ჩვენს მიდგომას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ვადებს უკავშირდება,“ - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)