|
2016-04-25 13:37:08, 912 ნახვა
ეკონომიკა
დასაქმების ხელშეწყობა - "ვისოლ ჯგუფსა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და "ვისოლ ჯგუფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია "ვისოლ ჯგუფის" კომპანიაში შედგა. მემორანდუმის მიზანია, სახელწმიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშწყობა. კერძოდ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირება. მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ " ვისოლ ჯგუფი" თავისი მძლავრი, მარავლფეროვანი და მრავალმხრივი ინდუსტრიით, მონაწილებას მიიღებს ქვეყნისათვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული პრობლემის მოგვარებაში-სამუშაო ადგილების მიწოდებაში. "დღეს საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ თანამშრომლობას, რომელიც თავისი შინაარსით, ფორმატით არის კერძო და სახელწმიფო პარტნიორობის ბრწყინვალე მაგალითი. დეტალები ამ ხელშეკრულების არის ის, რომ "ვისოლ ჯგუფი" იმ თავისი მძლავრი, მარავლფეროვანი და მრავალმხრივი ინდუსტრიით, მონაწილებას მიიღებს ქვეყნისათვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული პრობლემის მოგვარებაში-სამუშაო ადგილების მიწოდებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არა მარტო საკუთრივ ადამიანების დასაქმება, "ვისოლ ჯგუფი" ჩვენთან ითანამშრომლებს, როგორც სამუშაოს მაძიებელთა ინფორმაციიის გაცვლის მხრივ, ასევე დასაქმების პოლიტიკაში თანამშრომლობით და ასევე გადამზადებით იმ ადამიანების, რომელ პროფესიაზეც მოთხოვნაა კერძო სექტორში და "ვისოლ ჯგუფი" ამ ადამიანებს მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ამ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს და მადლობას ვუხდი "ვისოლ ჯგუფს" ამ მართლაც სახელწმიფოებრივი ნაბიჯისათვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ. "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, მათთვის ძალიან ღირებულია ისეთ წარმატებულ სამინისტროსთან თანამშრომლობა, როგორიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. " ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ჩვენს კომპანიაში დაახლოებით 5 000 ადამიანი ერთიანდება და ძალიან მრავლფეროვანია ის პროფესიები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად და ყოველწლიურად. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან ეფექტური იქნება თანამშრომლობა ჩვენსა და სამინისტროს შორის. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი, ვიცით შრომის ბაზარზე, რა პროფესიებზე არის მოთხოვნა. მოხდება ამ ინფორმაციის გაცვლა და საბოლოო ჯამში, ერთ ძალიან ნიშვნელოვან რამეს ჩავუყრით საფუძველს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული და უნივერსიტეტის, თუ კოლეჯის კედლებიდანვე, სასკოლო დაწესებულებიდან სანამ გამოვლენ ახალგაზრდები, მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ მათ შეეძლებათ სამსახურის შოვნა, რამეთუ ისინი ისწავლიან, დაეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, პროფესიას, რომელზეც იქნება შრომის ბაზარზე მოთხოვნილება და ამ პროცესში ჩვენ, როგორც ერთ-ერთი კერძო კომპანია, წვლილს შევიტანთ და დარწმუნებული ვარ, სხვა კერძო კომპანიებიც აგვიბამენ მხარს",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)