|
2016-04-25 12:04:17, 409 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: საქართველოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს
არავითარი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლალმენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რომელიც პატარა ქვეყანას დაატყდა თავს, საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში. “პოლიტიკური ევროპული ხელისუფლებების შეხედულება სწორედ ასეთია, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, თუ რას წარმოადგენს საქართველო ახლა. ეს არის 21-ე საუკუნის განვითარებული ევროპული ქვეყანა, განვითარებული ხედვებით, პოლიტიკური სისტემით, სტაბილურობით. ეს არ არის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საქართველოს სურვილს. ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ქვეყანა, რომელიც ზუსტად იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ევროპის პარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვას დღეიდან იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)