14:07 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 17:47:54, 494 ნახვა

პოლიტიკა
25-29 აპრილს გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

25-29 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და  არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

პრემიერ-მინისტრი გამართავს  შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.  

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმიშვილი, საგარეო საქმეთა  მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics