2016-04-22 19:27:20, 608 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 23 აპრილის 06:00 საათამდე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტება
22 აპრილს, 23:00 საათიდან მტკვრის მარჯვენა (ზ. გამსახურდიას სახელობის) სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ორივე მიმართულებით 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 06:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი-ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარის ხიდის-მიმართულებით (დროის ამ მონაკვეთში საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება).
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება 24 აპრილსაც გაგრძელდება და ორშაბათს 25 აპრილის დილის 07:00 საათზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან