|
2016-04-22 18:01:12, 682 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი უსაფრთხოების ინოვაციური სისტემა „BLOCKCHAIN“-ის ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციისას უახლეს და უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიურ მიღწევას − „BLOCKCHAIN“-ს − გამოიყენებს. შესაბამის მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ და „BLOCKCHAIN“-ის ტექნოლოგიის კომპანია „BitFury Group“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას „BitFury Group“-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და პრეზიდენტი ერნანდო დე სოტოც დაესწრო. მემორანდუმის თანახმად, „BitFury Group“-ისა და საჯარო რეესტრის მიერ საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით „BLOCKCHAIN“-ის სისტემაზე დაფუძნებული პროექტი განხორციელდება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი უახლესი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს რეგისტრაციის მსვლელობის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მარტივად მართონ თავიანთი ქონება. „საჯარო რეესტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას“, − აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. აღსანიშნავია, რომ „BitFury Group“-ის დაინტერესება და პარტნიორობის სურვილი განაპირობა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ და „Doing Business“-ში ქვეყნის წამყვანმა პოზიციამ. 2017 წელს აშშ-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით გამართულ გლობალურ ფორუმზე კომპანია საჯარო რეესტრის ერთ-ერთ იმ სერვისს წარადგენს, რომელიც „BLOCKCHAIN“-ის ტექნოლოგიით იქნება უზრუნველყოფილი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)