2016-04-22 09:20:48, 533 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კვიპაროსის 500 ნერგი დარგეს
შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, 150-მდე მეხანძრე-მაშველთან და სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება დედამიწის საერთშორისო დღეს მიეძღვნა.
გამწვანების აქცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ზღვასთან არსებულ დენდროლოგიურ პარკში განხორციელდა. ღონისძიების მონაწილეებმა პარკში კვიპაროსის 500 ნერგი დარგეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი გარემოზე ზრუნვა იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ახლადდარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან