|
2016-04-20 16:19:14, 609 ნახვა
საზოგადოება
სუპერმარკეტი “სმარტი” პურის ცხობის გერმანულ ტექნოლოგიებს ნერგავს
სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ მოწვევით საქართველოს ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტი ულრიხ ლენარცი სტუმრობს, რომელიც „სმარტის“ ხაბაზებს მასტერკლასებს უტარებს. პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია, ცხობის თანამედროვე ტენდეციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადისაღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომელსაც ბატონი ულრიხი „სმარტის“ ხაბაზებს აცნობს და ასწავლის. გამრავალფერვნებულ და უფრო მეტად დახვეწილ პურპროდუქტებს „სმარტის“ ერთგული მომხმარებლები უახლოეს მომავალში სუპერმარკეტების დახლებზე იხილავენ. გერმანელი ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პურპროდუქტებთან ერთად „სმარტი“ ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა თუ წიწიბურათი იღებს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს. “სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის მასტერ კლასები „სმარტის“ პროფესიონალ ხაბაზებს შესაძლებლობას მისცემს პურის ცხობის თანამედროვე, ევროპულ ტენდენციებს გაეცნონ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ პურპროდუქტების არჩევანი. „ხარისხი დეტალებში“ ყველგან რომ იგრძნობოდეს, ჩვენ უახლესი ტექნოლოგიებით ვამზადებთ პურპროდუქტებს, საერთაშორისო გამოცდილებით კი „სმარტის“ ხაბაზები უახლეს ტენდენციებს დანერგავენ და მომხმარებელს გემრიელ არჩევანს კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებენ. დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით „სმარტში“ პურპროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორი პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. (R)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)