|
2016-04-20 12:40:36, 899 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, კოჯორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
არსებული ინფორმაციით, სამართლადამცეველებმა კოჯორში მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ადგილობრივების თქმით, სახლის ეზოში, სადაც დაახლოებით 27 წლის მამაკაცის ცხედარი იყო დამარხული, სამართალდამცველები თავად დამნაშავემ მიიყვანა. მათივე ინფორმაციით, პირმა დანაშაულის აღიარების შემდეგ გადაწყვიტა, სამართალდამცველებისთვის ეჩვენებიან ის ადგილი, სადაც მან ცხედარი დამარხა. ადგილობრივების განმარტებით, ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, მას კვალის გაქრობის მიზნით, მჟავა ჰქონდა მოსხმული და ამ სახით იყო მიწაში ჩაფლული. ადგილობრივები შემთხვევას 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რა დროსაც დედა-შვილი გაუჩინარდა. შეგახსენებთ, დედა თბილისის ზღვაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, შვილის კვალს კი, ვერ მიაკვლიეს. "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)