|
2016-04-19 16:38:50, 797 ნახვა
სამართალი
შსს-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი ეწვია
შსს-ს აკადემიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, დირექტორის მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებმა აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) და შსს-ს აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღჭურვილი, შსს-ს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს. აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები შსს-ს აკადემიის საქმიანობასა და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. აკადემიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, მათ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)