09:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 17:19:21, 670 ნახვა

საზოგადოება
აჭარის უმაღლეს საბჭოში სასწრაფო გამოიძახეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭო დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე  იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დავით ბაციკაძესა და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე,  სვეტლანა არშბა შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსების განცხადებით, მას ნერვიულობის ფონზე გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სვეტლანა არშბაა ის პირი, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ეჭვი, რომ შესაძლოა, მან დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობებიდან გადაყენებას მხარი დაუჭიროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics