2016-04-17 15:46:49, 634 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ჩემი შვილებისხელები არიან, დაცვა რად მინდა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან პირველ კორპუსში მისასვლელად სტუდენტებთან ერთად, მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლა. ვინაიდან მე-6 კორპუსის კარი სტუდენტებს აჭედილი აქვთ, გიორგი კვირიკაშვილმა შენობაში შესვლა ვერ შეძლო და მათ პირველი კორპუსის აუდიტორია 115-ში ხვდება.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან შეხვედრაზე პრემიერი დაცვის გარეშე შევიდა.
"ჩემი შვილებისხელები არიან, დაცვა რად მინდა. მსურს დავილაპარაკო,შესაძლოა მეც ვუთხრა რაღაც ჭკვიანური და იქნებ საერთო აზრამდე მივიდეთ ერთად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უდიტორია 115-ის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლა და თვითმმართველობის გაუქმებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან