2016-04-17 14:26:33, 715 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან შესახვედრად თსუ-ში მივიდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მივიდა, თუმცა მან შესასვლელის ბლოკირების გამო, შენობაში შესვლა ვერ შეძლო. ამწუთებში გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის აუდიტორია 115-ში ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას რამდენიმე დღე ითხოვდნენ. სტუდენტებს ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლა და თვითმმართველობის გაუქმება სურთ.
აუდიტორია 115-ის 50-მა სტუდენტმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარა.
სტუდენტების თქმით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, დაშლას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა მე-6 კორპუსის კარი აჭედეს. კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან