|
2016-04-16 22:31:59, 519 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევებზე: ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე
"ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე" - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევებს "კურიერის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ის არ ენდობა NDI-ის და IRI-ის თბილისის ოფისის კვლევებს. "მე არ ვაღიარებ NDI-ის და IRI-ის თბილისის ოფისის კვლევებს. 10 წლის მანძილზე ტარდება კვლევები და ეს არის კლასიკური მაგალითი საინფორმაციო ზემოქმედებისა, თუ რა ომი მიდის საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის მასირებული შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს არის დამახინჯებული პროცენტები და ეს არის საზოგადოების მოტყუება." - განაცხადა ინაშვილმა. ინაშვილის თქმით, ისინი თავიანთ კვლევებს ორშაბათს გაასაჯაროვებენ. "ორშაბათს ჩვენ გავასაჯაროვებთ ჩვენს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, გამოვკითხეთ 28 517 ადამიანი და მათგან 67% არ ენდობა ამ ორგანიზაციებს, 26%-მა საერთოდ არ იცის მათი არსებობის შესახებ. დაახლეობით 3% ენდობა და 4% თავს არიდებს პასუხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხული 28 517 ადამიანიდან არცერთი არ აღმოჩნდა, ვინც გამოკითხა NDI-იმ. ამ ყვეალფერს ჩვენ გავასაჯაროებთ ორშაბათს," - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)