|
2016-04-16 13:24:48, 382 ნახვა
პოლიტიკა
მიროსლავ ლაიჩეკი: სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრატისლავაში ვიზიტის მეორე დღე თინათინ ხიდაშელმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრით დაიწყო. უწყების ცნობით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა იყო. როგორც მიროსლავ ლაიჩეკმა აღნიშნა, სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთან დაახლოებისთვის ძალღონეს არ იშურებს და ახლა ნატოს წევრებს ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. „საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა გამოიხატა. მინისტრი საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა და სლოვაკეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაახმოვანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც, ვარშავის სამიტისთვისაც. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს წარმატებისთვის. ამიტომ, მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ერთობლივი მცდელობა წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი მაისის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. ის სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)