|
2016-04-15 22:12:12, 354 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი კადრებზე: ჩემი მიზანია მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების და არც გავრცელების კუთხით
"ჩემი მიზანია მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების და არც გავრცელების კუთხით" - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. "მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყო ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით, ერთი არის კადრების შემქმნელების მიმართულება, მეორე არის გამავრცელებლების მიმართულება. მეორე მიმართულებაში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ფედერალური გამოძიების ბიურომაც გააკეთა ერთობლივი ბრიფინგი. ეს პროცესი მარტივი არ არის. ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების კუთხით და არც გავრცელების კუთხით," -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)