|
2016-04-15 21:11:06, 355 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩემი მთავარი გამოწვევა არ არის დავამტკიცო, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვარ
„ჩემი მთავარი გამოწვევა არ არის დავამტკიცო, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები“,-ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც რა არის მისთვის პერსპონალური გამოწვევა როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის. პრემიერის თქმით, მისი მთავარი გამოწვევაა ადამიანებს უსაფრთხოების ისეთი დონე შეუქმნან, როდესაც საშულება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ. „ჩემი მთავარი გამოწვევა არ არის დავამტკიცო, რომ მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ მე ამის დამტკიცება არ მჭირდება. ვფიქრობ, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო სერიოზული გვაქვს ქვეყანაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პირობებში შეძლონ დამატებითი შემოსავლების მიღება და საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დავლძლიოთ ეს გამოწვევები“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)