|
2016-04-15 16:10:37, 339 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს ჩემი პოლიტიკური ჯგუფის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, იოან მირჩა პასკუსის განცხადებით, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეფორმების მნიშვნელობა, ასევე ხალხის მხრიდან რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა. რეფორმების განსახორციელებლად, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველაფერი სწორი გზით წავა. სოციალ-დემოკრატების ჯგუფის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, მინდა ჩვენს მხარდაჭერაში დაგარწმუნოთ", - აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულებისას. სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)