|
2015-02-20 13:11:21, 492 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარება გონივრულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარებას გონივრულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური გუნდის დაბარება თბილისის პარლამენტის შენობაში უნდა მოხდეს. „პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარებას გონივრულია და ეს პარლამენტმა მართლაც უნდა გააკეთოს, მაგრამ რაღა კვირის ბოლო დღეს უნდა გავიხსენოთ ეს. თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში. მდგომარეობა ისეთია, ამას ნებისმიერი პარლამენტი დაუჭერს მხარს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ლარის გაუფასურების გამო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებენ. ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ფრაქციის სახელით შესაბამისი წერილი უკვე გადაეგზავნათ.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)