|
2016-04-15 14:43:53, 376 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე "ნაციონალებს": დაგვეჯახებით? მიიღებთ იმას, რისი ღირსიც ხართ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა და მათ წარსული შეახსენა. ფოფხაძის თქმით, არ შეიძლება ადამიანები, კოლეგები, მუდმივად ერთმანეთთან დაპირისპირების რეჟიმში იყვნენ: "ამ დარბაზში ზის ძალიან ბევრი თქვენგან უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი. აგერაა ვალერი გელაშვილი, ამ ადამიანს ისე მოექცეით, რომ ადამიანი ადამიანს ასე არ უნდა მოექცეს, კოლეგა კოლეგას კიარა, ფიზიკურად გაწირეთ სასიკვდილოდ. აგერაა ლუკა კურტანიძე, რომელიც 26 მაისის მონაწილეა და 26 მაისის შემდეგ გამოცხადდა, რომ გასაწირი ყოფილა. ქალბატონი ფატი, ქიბარ ხალვაშს რატომ გადაუწვეს ბიზნესი, რატომ წაუკიდეს მის საწყობს ცეცხლი? ეს ნორმალური იყო და ნორმალურ ქვეყნებში ასეთები უნდა ხდებოდეს?! მერაბ კაჭახიძე რისთვის უნდა მჯდარიყო ციხეში? რა არჩევნებს ატარებდით როდესმე ნორმალურად? კი, შეიძლება მეც შემეშალა რაღაცა ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ სუყველას განაჩენი გამოგვიტანეთ და გვითხარით, რომ ჯოჯოხეთში იცხოვრეთო. ეს იყო თქვენი დამოკიდებულება ჩვენი მისამართით და როდესაც იმაღლებთ ხმას და გადაგაქვთ შეურაცხმყოფელ თავდსახმით ტონალობაში საუბარი, ადამიანურად გთხოვთ, რომ გავიხსენოთ, რომ ვართ კოლეგები, ქართველები, გვაქვს რაღაც ადამიანური პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.რაღაც საკითხებში შეიძლება ერთიანი ვიყოთ ამ ქვეყნის სიყვარულისა დ აუკეთესი ხვალიდნელი დღიდან გამომდინარე და სულში ჩაფურთხების შესაძლებლობა ყოველთვის გექნებათ ჩვენი მისამართით, თუ ამისი სურვილი გაქვთ, მაგრამ ნურავის ნუ გექნებათ იმისი მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ ამას გავატარებთ, გადავყლაპავთ და პასუხს არ გაგცემთ. მე მიმაჩნია, რომ 9 წელი, რაზეც ჩვენ პასუხი გავეცით იყო, ყველაზე სწორი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამ აზრს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს, მომავალი ბრძოლისთვისაც ვემზადები იმ განცდით და იმ განწყობით, რომ მე, ჩემი სამშობლო და ღირსება უნდა დავიცვა და დავიცვა ამ ხალხთან ერთად,რომლებიც, ჩემი აზრით, არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ბრძოლა ღირს ყოველთვის, ამ საკითხშიც ჩვენ ვიქნებით ერთიანები, გვექნება საერთო პოზიცია, საერთო ღირებულებები და დაგვეჯახებით? მიიღებთ იმას, რისი ღირსიც ხართ",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)