|
2016-04-14 18:17:32, 391 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსის შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და უმცირესობებთან დაკავშირებული პრიორიტეტები იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ეროვნული უმცირესობების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ყველაფერს აკეთებს და იმ სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად განათლების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა შეაფასა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა. პრემიერმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ, რომელიც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს ამ პროცესში ეროვნული უმცირესობების მაქსიმალურ ჩართულობას. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)