|
2016-04-14 14:41:51, 471 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია
პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე არაადეკვატურია, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა დღეს ჟუნალისტებს განუცხადა, პრემიერის შეთავაზება გონივრული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულება მაისში უნდა გამოსცეს, რაც ღიმილის მომგვრელია. „კონტრასიგნაცია ისეთივე პოპულარული ტერმინია, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კინტრასიგნაცია თუ მაისშიც არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრემიერის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება, ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე ადეკვატური არ არის“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. დეპუტატის თქმით, მარტში, აპრილში ან თუნდაც მაისში პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლა მედიასაშუალებებს პრობლემებს შეუქმნიდა. მისივე განმარტებით, ეს არ იქნებოდა კარგი საზოგადოებისა და მედიასაშუალებებისთვის, რადგან მხოლოდ არჩევნები არ არის ჩვენი ცხოვრება. „ფინანსური თვალსაზრისით აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიები დანიშნავდნენ მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომლებსაც საქმე არ ექნებოდათ, ამიტომ ეს დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნებოდა. ბიუჯეტიდან მილიონები უნდა წასულიყო იმ საქმეზე, რომელიც გასაკეთებელი ვერ იქნებოდა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)