|
2016-04-14 14:27:04, 337 ნახვა
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაიგზავნა პრემიერთან ხელმოსაწერად, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული. "გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ ნიშნავს საარჩევნო თარიღს და მას სჭირდება კონტრასიგნაცია, ბუნებრივია, წინასწარი კონსულტაციები იყო. დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაიგზავნა პრემიერთან ხელმოსაწერად, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული. პრეზიდენტის პოზიცია იმთავითვე იყო ერთი - ქართულ საზოგადოებას,პოლიტიკურ სპექტრს დიდი ხნით ადრე, პროგნოზირებადად სცოდნოდათ საარჩევნო თარიღი. ეს უდაოდ პოზიტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. ჩიხრაძეს თქმით, შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოიწვევდა მთელ რიგ პრობლემებს ეკონომიკასა და ფინანსურ საკითხებში; ბუნებრივია, პრეზიდენტი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში, რომ არ შეიქმნას რაღაც გლობალური საფრთხეები. "რაკიღა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხეები რეალურად არ არსებობს, რადგან 8 აგვისტოს ნაცვლად შემოთავაზებულია 8 ივლისი. პრეზიდენტი უბრუნდება თავის პირვანდელ განზრახვასა და თავის პირვანდელ სურვილს. საარჩევნო თარიღი გამოცხადებულია და კარგია. ასევე, ძალიან კარგია, თუ საარჩევნო პროცესიც უფრო ადრე დაიწყება და ჩაერთვება ყველა ის რეგულაცია, რა რეგულაციასაც გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ამას გააკეთებს მაისის პირველ რიცხვებში. ჩავთვალოთ, რომ მაისიდან დაიწყება საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)