|
2016-04-14 13:44:20, 478 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მთავრობამ დამაჯერა, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა ქვეყნისთვის ფინანსურად დამანგრეველი იქნებოდა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი არ მოეწერა, მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მაისში გამოცემს აქტს, სადაც ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე იქნება. „ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც მე დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ესე არ არის და შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანისვნის თაობაზე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე განცხადებით, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)