|
2016-04-14 12:14:48, 345 ნახვა
პოლიტიკა
მამკინსი: ევროპარლამენტში საქართველოს სრული მხარდაჭერაა აქვს
„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა" - ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართვლოს მომხსენებელმა ანდრეს მამკინსმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრამდე, ანდრეს მამკინსის განცხადებით, იგი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, სადაც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)