|
2016-04-14 11:55:00, 449 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარს უჭერს
ევროპის პარლამენტის სოციალისტების ჯგუფის საგარეო კოორდინატორის რიჩარდ ჰაუიტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევის ძლიერი სურვილი აქვს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპარლამენტს, მათ შორის სოციალ-დემოკრატების ჯგუფს, სურთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. „საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ამ კვირაში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოვლენების დაჩქარებაში დავეხმაროთ", - აღნიშნა რიჩარდ ჰაუიტმა. ამასთან, ის მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოებს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)