|
2016-04-14 11:20:26, 506 ნახვა
პოლიტიკა
ელმარ ბროკი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ზაფხულში ელოდება
საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეთანხმება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში შედგება. როგორც კომისია გვაუწყებს, ტექნიკური დეტალები პრაქტიკულად შესრულებულია და, სავარაუდოდ, ზაფხულის შესვენებამდე, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვფიქრობ, ძირითადი დაბრკოლებები აღარ არსებობს, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეხლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც უვიზო მიმოსვლის საკითხი შეიძლება განვიხილოთ", - განაცხადა ელმარ ბლოკმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)