|
2016-04-13 18:25:12, 560 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ ტორსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი - აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ მოიძიონ ისეთი საარქივო ინფორმაცია - ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც თბილისში ინახება. ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან ეროვნული უმცირესობები. ეს არის ენისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხი. „პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ის მიმართულებები, რომელზეც მუშაობს ხელისუფლება და შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში, არამედ იქნენ არჩეულნიც საკანონმდებლო ორგანოში" , - განაცხადა სოფიო შამანიდმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)