|
2016-04-13 14:18:54, 500 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია მოსახლეობას: ნუ აყვებით დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს
მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, - ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია, ბოლო პერიოდში, ოპონენტების მხრიდან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიას. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხალხის პრობლემების მოგვარების მიზნით, ოპონენტები პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას. "პოლიტიკურ ქულებს იწერენ, თუმცა, აქვე ავიწყდებათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ თავად უგულებელჰყვეს ეს პრობლემები, რომელთა მოგვარებას, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენთვის ახლა გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება. მე მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგანაც ეს ყველაფერი არ კეთდება მათ კეთილდღეობისთვის, არც მათთვის საცხოვრებელი, თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)