14:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:55:48, 543 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ქართველი მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი":  „სკრიპკით სოფელ-სოფელ ვასწავლი გლეხის ბავშვებს ეროვნულ სიმღერებს, ვასმენინებ ევროპულ მუსიკას გრიგის, ბახის, ჩაიკოვსკის, მოცარტის და სხვა გენიოსების გადმონაცემს, ამის გარდა აზრათა მაქვს, ვასწავლო ამავე ბავშვებს მუსიკალური ან-ბანი, წავუკითხო ჩვენი უმთავრესი მწერლების და მგოსნების მოკლე ბიოგრაფია, უმთავრესი ნაწარმოები და სხვა.

სწორედ ამ მიზნისათვის ვაწუხებ გამგეობას და ვთხოვ შეძლების და გვარათ შემიწყოს ხელი, დამეხმაროს პატარ-პატარა წიგნაკებით, რომლებიც სასურველია სრულებით უფასოთ დავურიგო ჩემი აუდიტორიის ბავშვებს, შემიძინოს ლინოლეუმის დაფა კედელზედ ან ხეზედ ჩამოსაკიდი".

1916 წლის 24 ივნისი.

მოგვიანებით ილიკო ქურხულმა საზოგადოებას მიმართა ველოსიპედის შეძენის თხოვნითაც. მოხეტიალე მუსიკოსმა ორივე შემთხვევაში მიიღო დახმარება.

დოკუმენტი დაცულია საისტორიო ცენტრალურ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საარქივო ფონდში.

„კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics