|
2016-04-13 12:26:10, 375 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 13-14 აპრილს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI). გარდა ამისა, ლონდონის ევროპის სახლში დავით ბაქრაძე დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაციას დაესწრება. მოწვეული სტუმრებისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე კრებულის შესახებ მწერალი და რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე, ასევე, ერთ-ერთი თანაავტორი, მწერალი აკა მორჩილაძე ისაუბრებენ. ქართველი ავტორები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებსა და პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე ისაუბრებენ. პრეზენტაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. პროექტი “Where Europe Meets Asia: Georgia 25 - A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence” 11-დან 17 აპრილის ჩათვლით ლონდონში წიგნის ბაზრობის პარალელურად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)