06:30 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:13:29, 477 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სასურველია, ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ იყოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ  სასურველია, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ იყოს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 2015 წლის კვლევის შემდეგ,  გაზრდილია იმ  ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ უნდა იყოს (მარტი, 2016 წელი 56%, აპრილი, 2015-41%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics