|
2016-04-13 12:09:29, 383 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (66%) ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად კვლავ რჩება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შემდეგ, გაზრდილია იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად კვლავ რჩება. (მარტი, 2016-66%, აპრილი, 2015-59%). გამოკითხულთა 15% კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი. გასული წლის კვლევასთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი. 4-4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)