|
2016-04-13 11:18:01, 402 ნახვა
პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობამ - 43%-მა არ იცის რომელი პარტია გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში
გამოკითხულთა უმრავლესობამ - 43 %-მა არ იცის რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო 31%-ის აზრით კოალიცია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. კერძოდ, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელი პარტია/პოლიტიკური გაერთიანება გაიმარჯვებდა 43%-ს პასუხი არ აქვს, 31% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 11% - „ნაციონალური მოძრაობა“, არცერთი - 5%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, უარი პასუხზე 3%, სხვა 5%. რაც შეეხება მეორე ადგილს გამოკითხულთა 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 5% - კოალიცია „ქართული ოცნება“, 14% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 6% - თავისუფალი დემოკრატები, უარი პასუხზე 0%, 8% - სხვა, ხოლო 7%-ს არ აქვს მეორე არჩევანი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)