|
2016-04-12 18:32:29, 481 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილეები გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების და ბავშვთა არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა განთავსებასა და მათ რეაბილიტაციაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილეებმა სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროების სამომავლო გეგმები და პროექტებიც გააცნეს. გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან; დელეგაცია შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)