1989 წლის 9 აპრილს  თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში, პარკ „Відрадний"-ში ხეები დარგეს.

" />
13:17 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 13:59:02, 516 ნახვა

საზოგადოება
9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით კიევში საქართველო-უკრაინის მეგობრობის ხეივანი გაიხსნება

1989 წლის 9 აპრილს  თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში, პარკ „Відрадний"-ში ხეები დარგეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  ამავე პარკში იგეგმება საქართველო-უკრაინის მეგობრობის ხეივნის გაიხსნა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება,  კიევის სოლომიანსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, მაქსიმ შკურო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, მიხეილ უკლებამ, რომელმაც ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და დაღუპული გმირების შესახებ.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ  კიევის სოლომიანსკის რაიონის სკოლების მოსწავლეები, რომელთაცსანთლები დაანთეს  და ყვავილებით შეამკეს დარგული ხეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics