|
2016-04-12 13:45:42, 363 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე: საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ პროცესებთან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ პროცესებთან პირადპირ კავშირშია. კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი გააცნო, რომელიც გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანისთვისაა გაგზავნილი. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება. „ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)