|
2016-04-11 13:09:02, 592 ნახვა
საზოგადოება
ტრანსპორტის სფეროში თბილისში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება
ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, კვლევას 2016 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ჩაატარებს. „აღნიშნული კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. კვლევას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო) კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს“, - აცხადებენ მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)