03:54 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:48:34, 382 ნახვა

პოლიტიკა
NDI: 56% ფიქრობს, რომ ლარის კურსის დაცემამ მათ ოჯახებზე უარყოფითი გავლენა იქონია

ეროვნულ დემოკრატიული  ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა -  56% ფიქრობს, რომ ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში მათ ოჯახებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

კერძოდ კითხვაზე, რა გავლენა იქონია, თუ საერთოდ იქონია  თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ  დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ  ზოგადად უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს რაც სჭირდება, 4% თვლის, რომ ლარის კურსის დაცემას საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, ხოლო  1%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics