|
2016-04-11 11:06:01, 404 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის 77% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 68% ნატოს წევრობას უჭერს მხარს
საქართველოს მოსახლეობის 77%-ისთვის ქვეყნის ევროკავშირის წევრობა მისაღებია, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურ კვლევაში. კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 77% ფიქრობს, რომ მისაღებია, ხოლო 14%-ისთვის მიუღებელია. რაც შეეხება იმავე კითხვას ნატოსთან მიმართებაში 68%-ისთვის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 19%-ისთვის მიუღებელია. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)