|
2016-04-09 22:07:44, 887 ნახვა
სამართალი
ეკა გიგაური ფარულ ჩანაწერებზე: არიან პირები, ვინც დაკავებულებს დავალებებს აძლევდა
"არიან პირები, ვინც დაკავებულებს დავალებებს აძლევდა" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. გიგაური აცხადებს, რომ ამ პირების დანაშაული სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ ასევე გასარკვევია, ვინ აძლევდა ამ პირებს ასეთ საქმიანობაზე დავალებას. "ერთი მხრივ კარგია, რომ პროკურატურა აქტიურობს, მაგრამ ეს შედეგი არ არის საკმარისი. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ეს პირები მართლაც იყვნენ ჩართული, ეს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირები თვითშემოქმედებით არ იყვნენ დაკავებულები და არიან პირები, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევდნენ," - განაცხადა ეკა გიგაურმა. გიგაურმა იქვე დასძინა, რომ თუკი პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი დამტკიცდა, ეს მაინც ვერ ჩაითვლება ამ უწყების წარმატებულ საქმიანობად, რადგან ირაკლი შოთაძის უწყებამ სამი წლის განმავლობაში ვერაფერი შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)