|
2016-04-08 15:36:01, 410 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: პარტია "ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც არჩევნების მოგების დიდი შესაძლებლობა აქვს
პარტია "ქართული ოცნება“ საქართველოში ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენ ვატარებთ კვლევებს, რომლებშიც აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა", - განაცხადა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში წინა საარჩევნო დაპირებები, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ „გარკვეული ხარვეზები შესაძლოა არის, მაგრამ ეს, ნორმალური პროცესია“. "მე ნამდვილად მეამაყება , როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ენერგეტიკის სფეროშიც. რა თქმა უნდა შეიძლება ხარვეზები იყო, ეს ნორმალურია. შეუძლებელია, ვინმე გამოვიდეს და ისაუბროს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომები და მითუმეტეს შესაძლებელია, ეს მთავრობას და ხელისუფლებას მოუვიდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)