|
2016-04-08 12:19:43, 396 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური, ეს ტექნიკური გათვლაა
"პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური.ეს ტექნიკური გათვლაა”,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ქუმსიშვილის განმარტებით, მთავრობის ვალდებულებაა, ყველა ვადა-არჩევნების ჩატარების და მეორე ტურის შემთხვევაში საჭირო ვადა ტექნიკურად გათვალოს. "პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური. მან თქვა, რომ ჩვენი ვალდებულებაა ტექნიკურად გავთვალოთ ყველა ვადა და შესაბამისად უნდა გვქონდეს ის ვადა, რომელიც საშუალებას მოგვცემს იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, რომ ჩვენს კალენდარულ წელიწადში ჩავეტიოთ იმიტომ, რომ ამის შემდეგ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ბიუჯეტი იქნება დასამტკიცებელი და ა.შ. შესაბამისად, ეს ტექნიკური გათვლაა და ერთ მაჟორიტარულ ოლქშიც რომ იყოს, ჩვენ ყველას მოგვიწევს დალოდება",-განაცხადა ქუმსიშვილმა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ მიიღეს საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება. პრემიერის თქმით, ოქტომბრის ბოლოსთვის არჩევნების ჩატარება მიზანშეუწონელია, ვინაიდან მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო გახდება, მას თავის მხრივ, დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში, შესაძლოა, საარჩევნო უბნებთან მისვლის პრობლემა შეიქმნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)