|
2016-04-06 16:28:23, 425 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: ალბათობა, რომ მარგველაშვილი დაბრუნდეს „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დაბალია
თსუ-ის პროფესორი და პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია არ ელოდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისევ გახდება „ქართული ოცნების“ სახე. როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა ამის ალბათობა ძალიან დაბალია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობის დათმობა აშკარად თვალსაჩინოა. კაკაჩიას შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი „ოცნების“ ერთადერთი სახე არ არის. პოლიტოლოგი ურთიერთობის დალაგებას ვერ ხედავს პრეზიდენტსა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის. „პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნების“ ლიდერებს შორის ურთიერთობათა დათბობას ვერ ვხედავ. უფრო პირიქითაა, მე მგონი, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნულმა ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი და ამიტომ ჩანს ასე. სამწუხაროდ გიორგი კვირიკაშვილი არ არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი სახე. საპარამენტო ფრაქციას გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში რიტორიკა არ შეუცვლია. ახლა ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პარტიული სია. ვინ იქნებიან პარლამენტში „ქართული ოცნების“ სემადგენლობაში, მაგრამ ალბათობა რომ გიორგი მარგველაშვილი დაბრუნდეს „ქართულ ოცნებაში“ ამის ალბათობა ძალიან დაბალია“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)