09:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 10:59:34, 697 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს, გერმანიის ფედერალური მიწების - ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს და ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეული პროგრესი, სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, არალეგალური მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics