|
2016-04-05 20:22:04, 393 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკური პრიორიტეტები განვიხილეთ
დღეს ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ინტეგრაციის გზაზე წინსვლის მანიშნებელია. „ჩვენი პოზიცია ნათელია. ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის მანიშნებელი ჩვენი წინსვლის ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ, იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და ვარშავის სამიტზე ჩვენ მოველით, რომ ეს პროგრესი, რომელიც გვაქვს ინტეგრაციის გზაზე დაფიქსირდება კიდევ ერთხელ. ასევე გადაიდგმევა ნაბიჯები, რათა კიდევ ერთხელ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. აღსანშნავია, რომ შეხვედრა თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)