|
2016-04-05 17:18:51, 385 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბენჯამინ ზიფს შეხვდა
ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ბენჯამინ ზიფთან გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, მტკიცე თანამშრომლობა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფართხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. მხარეებმა ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლაში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ვარშავაში დაგეგმილი 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი და მოლოდინები განიხილეს. ბენჯამინ ზიფმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე წარმატებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)