|
2016-04-05 12:36:44, 531 ნახვა
პოლიტიკა
„მაესტროში“, პარტნიორთა კრებაზე ტელეკომპანიის დირექტორს ირჩევენ
ტელეკომპანია „მაესტრო“- ში პარტნიორთა კრება იწყება, სადაც ტელეკომპანიის დირექტორი უნდა აირჩიონ. „მაესტროში“ დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი ზურაბ ნაყეური უკვე მივიდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. კრების დაწყებამდე კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზურაბ ნაყეური ძალიან კარგი ფინანსისტია, რაც ამ ეტაპზე ტელევიზიას ყველაზე მეტად სჭირდება. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან გაჩეჩილაძემაც. „დღეს დაინიშნება ახალი დირექტორი. ზურაბ ნაყეური არის ერთადერთი რეალური კანდიდატი, მისი დანიშვნის შემდეგ დაითვლება ყველაფერი, მათ შორის ის ვალებიც, რაზეც ამდენი ხანი მიდის საუბარი. ნაყეეური საკმაოდ კარგი და ძლიერი ფინანსისტია. რაც შემეხება მე, მე დიდი ხანია ჩემ ძმასთან ერთად ჩართული ვარ „მაესტროს“ მართვაში. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს ნაყეურის კანდიდატურას, მე კი ვეტყოდი ღლონტს - ის „მაესტროს“ გაკოტრების საქმესაც უჭერდა მხარს - მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ.“ - განაცხადა ლევნა გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, „მაესტროს“ დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი ზვიად ნაყეური, წარსულში ფოთის პორტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)